ლოკოკინას დარდი [თარგმნა ზურაბ ჯამაგიძემ]

2019-03-24
ავტორი: ნიიმი ნანკიჩი
იყო ერთი ლოკოკინა. ერთ დღესაც ლოკოკინამ საშინელი რაღაც შეამჩნია.
მე აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი, ჩემი ზურგის ნიჟარის შიგნით დარდი არ დაგროვილა? ნეტა რა ვუყო ამ დარდს?
ლოკოკინა მეგობარი ლოკოკინას ადგილისკენ გაემართა: "მე უკვე სიცოცხლე აღარ შემიძლია" უთხრა ლოკოკინამ მეგობარ ლოკოკინას.
"რა ხდება?" - ჰკითხა მეგობარმა ლოკოკინამ.
"რა უბედური ვინმე ვარ, ჩემი ზურგის ნიჟარა დარდით გავსებულა" უთხრა პირველმა ლოკოკინამ.
და მეგობარმა ლოკოკინამ უპასუხა: "მხოლოდ შენ არ ხარ, ჩემი ნიჟარაც დარდით არის სავსე". . . .
მაშინ პირველი ლოკოკინა კვლავ სხვა მეგობართან წავიდა.
შედეგად იმ მეგობარმაც უთხრა: "მხოლოდ შენ არ ხარ, ჩემი ნიჟარაც დარდით სავსეა".
მაშინ პირველი ლოკოკინია, კვლავ სხვა მეგობართან წავიდა.
ასეთნაირად, მეგობრებს რიგრიგად ნახულობდა, ნებისმიერი მეგობარი ერთსადაიმავეს ეუბნებოდა.
ბოლოსდაბოლოს თავდაპირველმა ლოკოკინამ აღმოაჩინა: "დარდი ნებისმიერს დააქვს, მარტო მე არ ვარ ასეთი. მე ჩემი დარდი უნდა ვატარო".
ამის შემდეგ ამ ლოკოკინამ, წუწუნი შეწყვიტა.