ავტორიზაცია:
1 ხაზი 丿 2 ხაზი                    
1 2 3 4 5 6 7 8 9 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29                    
3 ხაზი 广    
30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 58 59 60 61 64 85 94 140 162 163 170    
4 ხაზი
61 62 63 63 64 65 66 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 86 87 87 88 89 90 91 92 93 94 96 113 125 130 140
5 ხაზი         იაპონური ანბანი გოჯჲუუონ-ი
95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 71 81 85 92 122 145         あ ア い イ う ウ え エ お オ
6 ხაზი 𥫗 西     か カ き キ く ク け ケ こ コ
118 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 146     さ サ し シ す ス せ セ そ ソ
7 ხაზი 8 ხაზი     た タ ち チ つ ツ て テ と ト
147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 161 162 163 164 165 166 167 168 169 170 171 172 173 174 175     な ナ に ニ ぬ ヌ ね ネ の ノ
9 ხაზი 10 ხაზი 11 ხაზი 鹿     は ハ ひ ヒ ふ フ へ ヘ ほ ホ
176 177 178 179 180 181 182 183 184 185 186 187 188 189 190 191 192 193 194 178 212 195 196 197 198 199 200     ま マ み ミ む ム め メ も モ
12 ხაზი 13 ხაზი 14 ხაზი 15 ხაზი 16 ხაზი 17 ხაზი                 や ヤ   ゆ ユ   よ ヨ
201 202 203 204 205 206 207 208 209 210 211 212 213 213 214                 ら ラ り リ る ル れ レ ろ ロ

სულ გვაქვს 5075 კანჯი.
ლექსიკონში ნათარგმნია 29897 სიტყვა.
კჲოოიკუ ჯჲოოჲოო ჯინმეჲოო კოკუჯი advanced
わ ワ ゐ ヰ   ゑ ヱ を ヲ
© ზურაბ ჯამაგიძე ん ン
   
  • გამოყენებული ფერები
    • კჲოიკუ
    • ჯოჲო
    • ჯინმეჲო
    • კოკუჯი
    • პროფესიონალის კანჯი
  • შენიშვნები:
    • - წინადადების თემატური წევრების ჩვენების დროს (თემატური ბრუნვის ნიშანი) იკითხება, როგორც わ. თვითონ わ ამ შემთხვევაში არ გამოიყენება.
    • - მიმართულების ან ადრესატის ჩვენების დროს (მიმართულებითი ბრუნვა), იკითხება როგორც え. თვითონ え ამ შემთხვევაში არ გამოიყენება.
    • - გამოიყენება მხოლოდ ბრალდებითი ბრუნვის აღსანიშნავად. ყველა დანარჩენ შემთხვევაში გამოიყენება お.
    • し シ - ში; რბილი ბგერა (მერყეობს ს-ს და შ-ს შორის).
    • っ ッ - პატარა (ცუ) ასახავს შემდეგი თანხმოვნის გაორმაგებას.
    • 々 - რედუპლიკაციის ნიშანი, ასახავს იეროგლიფის განმეორებას.
  • დამატებითი ცხრილები
    • が ガ
      გა

      ぎ ギ
      გი

      ぐ グ
      გუ

      げ ゲ
      გე

      ご ゴ
      გო

      ざ ザ
      ძა

      じ ジ
      ჯი

      ず ズ
      ძუ

      ぜ ゼ
      ძე

      ぞ ゾ
      ძო

      だ ダ
      და

      ぢ ヂ
      ჯი

      づ ヅ
      ძუ

      で デ
      დე

      ど ド
      დო

      ば バ
      ბა

      び ビ
      ბი

      ぶ ブ
      ბუ

      べ ベ
      ბე

      ぼ ボ
      ბო

      ぱ パ
      პა

      ぴ ピ
      პი

      ぷ プ
      პუ

      ぺ ペ
      პე

      ぽ ポ
      პო

      きゃ キャ
      კჲა

      きゅ キュ
      კჲუ

      きょ キョ
      კჲო

      ぎゃ ギャ
      გჲა

      ぎゅ ギュ
      გჲუ

      ぎょ ギョ
      გჲო

      しゃ シャ
      შჲა

      しゅ シュ
      შჲუ

      しょ ショ
      შჲო

      じゃ ジャ
      ჯჲა

      じゅ ジュ
      ჯჲუ

      じょ ジョ
      ჯჲო

      ちゃ チャ
      ჩჲა

      ちゅ チュ
      ჩჲუ

      ちょ チョ
      ჩჲო

      ぢゃ ヂャ
      ჯჲა

      ぢゅ ヂュ
      ჯჲუ

      ぢょ ヂョ
      ჯჲო

      にゃ ニャ
      ნჲა

      にゅ ニュ
      ნჲუ

      にょ ニョ
      ნჲო

      ひゃ ヒャ
      ჰჲა

      ひゅ ヒュ
      ჰჲუ

      ひょ ヒョ
      ჰჲო

      びゃ ビャ
      ბჲა

      びゅ ビュ
      ბჲუ

      びょ ビョ
      ბჲო

      ぴゃ ピャ
      პჲა

      ぴゅ ピュ
      პჲუ

      ぴょ ピョ
      პჲო

      みゃ ミャ
      მჲა

      みゅ ミュ
      მჲუ

      みょ ミョ
      მჲო

      りゃ リャ
      რჲა

      りゅ リュ
      რჲუ

      りょ リョ
      რჲო

  • რა არის იეროგლიფის გასაღები (რადიკალი)
    • ძველჩინურ სიტყვებში იეროგლიფები ჯგუფებად იყვნენ გაერთიანებულნი, მაგ. ერთ ჯგუფში შედიოდნენ წყალთან დაკავშირებული სიტყვები (ყველაფერი რაც სველია, წყალს შეიცავს, ჟონავს და.ა.შ), მეორე ჯგუფში ხესთან დაკავშირებული სიტყვები (ხისგან გაკეთებული ნივთები, ხის ჯიშები და.ა.შ).
    • იეროგლიფის ამა თუ იმ ჯგუფისადმი მიკუთვნებას ახდენდნენ მასში შემავალი ელემენტის (დეტერმინატივი) მიხედვით.
    • ამ ელემენტის ფუნქციად გადაიქცა ლექსიკონში მისი ადგილის მიხედვით იეროგლიფის პოვნა. იეროგლიფის ამ ნაწილს გასაღები (რადიკალი) ეწოდება.
    • XVII საუკუნეში გასაღებების რაოდენობა 214-მდე ავიდა და ამ სახით ჩვენს დრომდე მოაღწია.
    • გასაღებებმა ნაწილობრივ შეინარჩუნეს იდეოგრაფული მნიშვნელობა, ხოლო ზოგჯერ ეს მნიშვნელობა დაკარგულია.
      • მაგ:
      • 花 - ყვავილი → გასაღები - ბალახი 艹 (კავშირი არის)
      • 荷 - ტვირთი → გასაღები - ბალახი 艹 (კავშირი არ არის)
    • ზოგიერთმა გასაღებმა დაკარგა დამოუკიდებელი მნიშვნელობა და ცალკე აღარ იხმარება.
      • მაგ:
      • 凵 - გახსნილი ყუთი.
    • ზოგიერთ გასაღებს აქვს ორი მოხაზულება.
      • მაგ:
      • 心 და 忄
      • 人 და  亻
      • 巛 და 川
      • და.ა.შ.
    • გასაღებები არის ძლიერები, რომლებიც მრავალ იეროგლიფს აერთიანებენ. ისინი როცა იეროგლიფის ელემენტს წარმოადგენენ, თითქმის ყოველთვის გასაღების როლში გვევლინებიან. სუსტები (იეროგლიფების შედარებით ნაკლები რიცხვით).
  • იეროგლიფის მოძებნის წესები
    • ლექსიკონებში იეროგლიფები ჯგუფებად არიან განლაგებულნი. თითოეულ ჯგუფში შედიან ნიშნები, რომელთაც აქვთ ერთნაირი იეროგლიფური ელემენტი, რომელსაც გასაღები ეწოდება. გასაღებები შეტანილნი არიან გასაღებების ცხრილში და განლაგებულნი არიან გასაღებში ხაზების რიცხვის ზრდის მიხედვით. ცხრილში 214 გასაღებია (რადიკალია). თითოეულს მინიჭებული აქვს გარკვეული ნომერი. იმისათვის რომ ესა თუ ის იეროგლიფი ლექსიკონში ვიპოვოთ, აუცილებელია ჯერ მოვნახოთ (გასაღების ნომრის მიხედვით) შესაბამისი ჯგუფი, ხოლო შემდეგ ამ ჯგუფში შესაბამისი იეროგლიფი.
    • ლექსიკონში რომ ვიპოვნოთ იეროგლიფი და მისი მნიშვნელობა უნდა გავიაროთ შემდეგი ეტაპები.
      • შევამოწმოთ, თვითონ მთელი იეროგლიფი ხომ არ არის გასაღები. ამისთვის დავთვალოთ მასში შემავალი ხაზების რაოდენობა და ვნახოთ 214 გასაღების ცხრილში (რადიკალების ცხრილში). მაგ: იეროგლიფი 金 შედგება 8 ხაზისგან, რადიკალების ცხრილში ვნახავთ რომ ამ იეროგლიფს აქვს №167, შემდეგ დავაკლიკავთ 金-ს და ჩამოშლილ კანჯი-იეროგლიფებკიდევ ერთხელ დაკლიკებით ვნახავთ მის ჟღერადობას და მნიშვნელობას.
      • თუ მთლიანი იეროგლიფი არ წარმოადგენს გასაღებს, განვსაზღვროთ იეროგლიფის რომელი ელემენტია გასაღები.
  • იეროგლიფში გასაღების პოვნა
    • გასაღები იეროგლიფში შეიძლება იყოს
      • 休 - მარცხნივ, ამ მდებარეობას ჰქვია  へん
      • 切 - მარჯვნივ, ამ მდებარეობას ჰქვია  つくり
      • 安 - ზემოდან, ამ მდებარეობას ჰქვია   かんむり
      • 基 - ქვემოდან, ამ მდებარეობას ჰქვია  あし
      • 広 - ზემოდან და მარცხნიდან, ამ მდებარეობას ჰქვია  たれ
      • 道 - მარცხნიდან და ქვემოდან, ამ მდებარეობას ჰქვია  にょう
      • 困 - ოთხივე მხრიდან, ამ მდებარეობას ჰქვია かまえ
      • 間 - გვერდიდან და ზემოდან
      • 術 - გვერდიდან 
      • 気 - ზემოდან და მარჯვნივ
      • 区 - მარცხნიდან და ზემოთ-ქვემოთ
    • თუ იეროგლიფში ისეთი გასაღებია, რომელიც ორი ან რამდენიმე მხრიდან აკრავს იეროგლიფს, მაშინ გასაღებად ის ითვლება. შემდეგ დავთვლით დამატებითი ხაზების რაოდენობას და მოვძებნით იეროგლიფს.
      • მაგ.
      • იეროგლიფი: 困 გასაღებია 囗 31.0 შიგნით ჩახაზული ფიგურა შედგება 4 ხაზისგან. ე.ი იეროგლიფს ვეძებთ 31.4. ქვეცხრილში.
    • თუ იეროგლიფი, ორი ჰორიზონტალურად განლაგებული ელემენტისაგან შედგება, რომლებიდანაც ორივე გასაღებია, მაშინ როგორც წესი, უპირატესობა ენიჭება მარცხენა ელემენტს.
      • მაგ:
      • 明 იეროგლიფი შედგება ორი ელემენტისგან, აქედან გასაღებია: 日 72.0 და შესაბამისად იეროგლიფიც უნდა მოვძებნოთ 72.4 ქვეცხრილში, რადგან 月 - ოთხ ხაზს შეიცავს.
    • თუ ასეთ იეროგლიფში, მარცხენა ელემენტი არ არის გასაღები, ანდა მარცხენა ელემენტის ქვეცხრილში იეროგლიფი ვერ ვიპოვნეთ, მაშინ გასაღებად გამოდის მარჯვენა ელემენტი და იეროგლიფიც შესაბამისი გასაღების მიხედვით უნდა ვეძიოთ.
      • მაგ:
      • 願 - გასაღებია მარჯვენა ელემენტი
      • 酒 - გასაღების როლში გამოდის მარჯვენა ელემენტი: 酉 164.0 მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ელემენტი氵 85.0-ც გასაღებია.
    • თუ იეროგლიფი, ორი ვერტიკალურად განლაგებული ელემენტისაგან შედგება, რომლებიდანაც ორივე გასაღებია, მაშინ უპირატესობა ენიჭება ზემოთა ელემენტს.
      • მაგ:
      • 家 40.7 (გასაღებია 宀 40.0)
      • 宛 ნომერია, 40.5 გასაღების როლში გამოდის  宀(თუმცა ორი დანარჩენი ელემენტი 夕 და 卩, ცალკე გასაღებებია)
    • შესაბამისად, თუ ზემოთა ელემენტი გასაღებს არ წარმოადგენს ან ქვეცხრილში იეროგლიფი არაა, გასაღებია ქვემოთა ელემენტი:
      • მაგ:
      • 忠 61.4 - აქედან გასაღებია: 心 61.0
    • თვითონ გასაღებები (214 გასაღები) ცხრილში განლაგებულნი არიან დაწერისათვის საჭირო ხაზების რაოდენობის მიხედვით. (1 ხაზიდან 17 ხაზამდე).
    • იეროგლიფის გასაღებისათვის ნომერის მინიჭება დასავლური ტრადიციაა, შესწავლის გასაადვილებლად, თვითონ იაპონიაში გამოშვებულ ლექსიკონებში გასაღებებს ნომერი არ აქვთ.
    • ამასთანავე ხაზების რაოდენობის დათვლისას უნდა გვახსოვდეს, რომ ხაზი, ეს ის ელემენტია, რომელიც საწერი ინსტრუმენტის ერთი მოსმით იწერება. ისე რომ ინსტრუმენტი ფურცელს არ მოვწყვიტოთ და მისი მხოლოდ მაღლიდან დაბლა და მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობა შეიძლებოდეს.
      • მაგ. იეროგლიფი
      • 山 - სამ ხაზს შეიცავს:   ┃, ∟ და ❘
      • 九 - ორ ხაზს შეიცავს: 丿 და 乙
    • ვცადოთ და დავთვალოთ ხაზების რაოდენობა შემდეგ იეროგლიფებში:
      • 目 - თვალი (5)
      • 月 - მთვარე (4)
      • 弓 - მშვილდი (3)
      • და.ა.შ.
    • შენიშვნა: “კანა”-ს ნიშნები, რომლებიც იეროგლიფების შემადგენლობაში არიან, ან მის შემდეგ დგანან, ხაზების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენენ.
    • ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ გასაღებს დამატებულ ხაზების რიცხვში შესაძლოა ვარიანტები:
      • მაგ:
      • 母 4 ან 5 ხაზი.
    • ამიტომ თუ რომელიმე იეროგლიფის პოვნა არ ხერხდება, ერთი ხაზით ზედმეტ ან ერთი ხაზით ნაკლებ ცხრილშიც უნდა მოვძებნოთ.
    • იეროგლიფის ჟღერადობა (ტრანსკიპცია) მოცემულია ჰირაგანას ნიშნებით.